Accentnews.ge
"კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით ინფიცირებული ყველა ახალშობილი უზარმაზარი რისკის ქვეშაა“

"კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით ინფიცირებული ყველა ახალშობილი უზარმაზარი რისკის ქვეშაა“

16/07/2021 11:30:04 საზოგადოება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ნებისმიერი ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება, მაღალი რისკის ქვეშაა.

"ნებისმიერი ახალშობილი, 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, უზარმაზარი რისკის ქვეშაა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ფილტვის მწვავე ინფექცია, განსაკუთრებით ფილტვის დიდი მოცულობის დაზიანება ყოველთვის კრიტიკულია და მათში გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია," - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სპეციალისტები გამოსავლად ზრდასრულების მასობრი ვაქცინაციას ასახელებენ.

დღეს ციციშვილის კლინიკაში ბრიტანული შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამჟამად ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ჩვილია უმძიმეს მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების1653 ახალი შემთხვევა. სპეციალისტები აღნიშნულს კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელებას, ვაქცინაციის შენელებულ პროცესს და რეგულაციების დაუცველობას უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S