Accentnews.ge
უკრაინის რადამ შს მინისტრად დენის მონასტირსკი დაამტკიცა

უკრაინის რადამ შს მინისტრად დენის მონასტირსკი დაამტკიცა

16/07/2021 11:13:26 მსოფლიო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უმაღლესმა რადამ დენის მონასტირსკი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დენის მონასტირსკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას მხარი სხდომათა დარბაზში დარეგისტრირებული 347 დეპუტატიდან 271-მა დაუჭირა.

სიტყვით გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ პასუხისგებაში მისცემს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მას მინისტრის პოსტი 2014 წლიდან ეკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S