ღარიბაშვილის სახლთან ხმაური იყო
16/07/2021 10:32:49 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან უცვლელი მოთხოვნით, ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა 5 ივლისის ძაადობრივ მოვლენებზე, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ დამნაშავეები, საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილზე დაძაბულობა იყო: აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე სცადეს წარწერის გაკეთება, „მკვლელი“, რის უფლებასაც ადგილზე მრავლად მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევდნენ. შედეგად, დაპირისპირება იყო. ენმ–ის წევრ გოგა ონიანის ინფორმაციი, დაკავებულია ამავე პარტიის წევრი ბედო გაზდელიანი.
ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.


