
სამხრეთ კორეა: „ჩრდილოეთ კორეის ახალმა ბალისტიკურმა რაკეტებმა დაახლოებით 600კმ სიგრძის მანძილი დაფარეს“
26/07/2019 05:03:51 სხვა, მსოფლიო
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის ზღვის მიმართულებით გაშვებულმა ახალმა ბალისტიკურმა რაკეტებმა დაახლოებით 600კმ სიგრძის მანძილი დაფარეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩრდილოეთ კორეამ ორი ახალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რაკეტები რუსული „იკანდერ SS-26“ ტიპის მსგავსი რაკეტაა.
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის სამხრეთ კორეის, იაპონიის და აშშ–ის მთავრობების წარმომადგენლებმა.