ბელარუსში პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენება კანონიერი გახდა
16/07/2021 09:00:49 მსოფლიო
ბელარუსში პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენება კანონიერი გახდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი უკვე მოაწერა.
კანონის მიხედვით, არმიის გამოყენება დაშვებული იქნება კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობისას, შეიარაღებული ამბოხისას და ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტით გამოწვეული არეულობისას.
ამავე კანონის თანახმად, "მასობრივი არეულობის შემთხვევაში" საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი იქნება.
ამასთან, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მედიასაშუალებების მუშაობის შეჩერება.


