Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

16/07/2021 08:49:05 საზოგადოება

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

ჩვილი ალფა (ბრიტანული) შტამით იყო ინფიცირებული.

კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი, მათი მდგომარეობაც მძიმეა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების1653 ახალი შემთხვევა. სპეციალისტები აღნიშნულს კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელებას, ვაქცინაციის შენელებულ პროცესს და რეგულაციების დაუცველობას უკავშირებენ. ირკვევა, რომ "დელტა" შტამის წინაშე განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან. 15 ივლისის მდგომარეობით, კლინიკებში კოვიდ–ინფიცირებული 300 ბავშვი იყო მოთავსებული, მათ შორის არის მძიმე შემთხვევები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S