1 აგვისტოდან უნგრეთი სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების მესამე დოზებით აცრას იწყებს
16/07/2021 08:40:30 მსოფლიო
1 აგვისტოდან უნგრეთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეების მესამე დოზებით აცრას იწყებს.
როგორც პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, უნგრელი ექიმები 1 აგვისტომდე გადაწყვეტენ რომელი ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ უკვე სრულად ვაქცინირებული პირები.
მისივე თქმით, მესამე დოზა პირს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 4 თვეში უნდა გაუკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ვაქცინაცია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "მოდერნას", "სპუტნიკ V"–სა და "სინოფარმის" ვაქცინებით მიმდინარეობს. მსოფლიოს 111–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი (დელტა) ცირკულირებს.


