Accentnews.ge
რუსეთში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

16/07/2021 08:43:04 მსოფლიო

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 799 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, რაც რუსეთისთვის რეკორდული მაჩენებელია. მეორე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება.

ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 25 704 ადამიანს.

16 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 907 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 300 000-ს აჭარბებს.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში პანდემიას 146 868 პაციენტი ემსხერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S