Accentnews.ge
პური გაძვირდა

პური გაძვირდა

16/07/2021 08:19:34 ეკონომიკა

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქტი გაძვირდა: პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა.

"საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მიზეზად ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებას ასახელებს.

მისი განცხადებით, პროდუქტს, ძირითადად, იმ კომპანიებმა მოუმატეს ღირებულება, რომლებიც სუბსიდირების პროგრამით სარგებლობდნენ.

ფასი სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე შეუნარჩუნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S