Accentnews.ge
19 ივლისიდან კოვიდრეგულაციები მკაცრდება

19 ივლისიდან კოვიდრეგულაციები მკაცრდება

16/07/2021 07:51:20 საზოგადოება

19 ივლისიდან კოვიდრეგულაციები მკაცრდება. 3 დღეში ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უარყოფით PCR ტესტით. ცვლილებები "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შევიდა.

ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში 15 ივლისს შევიდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების1653 ახალი შემთხვევა. სპეციალისტები აღნიშნულს კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელებას, ვაქცინაციის შენელებულ პროცესს და რეგულაციების დაუცველობას უკავშირებენ. ირკვევა, რომ "დელტა" შტამის წინაშე განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან. 15 ივლისის მდგომარეობით, კლინიკებში კოვიდ–ინფიცირებული 300 ბავშვი იყო მოთავსებული, მათ შორის არის მძიმე შემთხვევები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S