Accentnews.ge
მედია – თურქულმა ხომალდმა კვიპროსის სანაპირო დაცვის ნავის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

მედია – თურქულმა ხომალდმა კვიპროსის სანაპირო დაცვის ნავის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

16/07/2021 07:42:50 მსოფლიო

ბერძნული მედია ხმელთაშუა ზღვაში ინციდენტის თაობაზე იუწყება. კერძოდ, მისი ცნობით, თურქულმა ხომალდმა კვიპროსის სანაპირო დაცვის ნავის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

"საზღვაო პოლიცია ახორციელებდა რეგულარულ პატრულირებას თურქეთიდან ჩამოსული არალეგალური მიგრანტების შემოწმების მიზნით, რა დროსაც თურქულმა ხომალდმა მათი მიმართულებით 4 გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა", –წერს ბერძნული მედია.

მისივე ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S