უკრაინაზე პუტინის სტატიას რუს სამხედროებს სავალდებულო წესით დაასწავლიან
16/07/2021 07:04:04 მსოფლიო
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის“ შესახებ სავალდებულო თემად იქნა შეტანილი რუსეთის არმიის სამხედრო-პატრიოტული მომზადების პროგრამაში. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოაწერა.
პუტინი სტატიაში, რომელიც კრემლის საიტზე 12 ივნისს გამოქვეყნდა, წერს, რომ გასული ათასწლეულის შუალედში სახელწოდება „უკრაინა“ იხმარებოდა „განაპირა მხარის“ („ოკრაინა") მნიშვნელობით და კიევის, დნეპრის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებნი თავს თვლიდნენ მართლამდიდებელი რუსი ხალხის ნაწილად და იწოდებოდნენ „მალოროსიად“. ხოლო ოსმალეთის იმპრიასთან ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ყირიმი და შავიზღვისპირეთის მიწები, რომლებსაც „ნოვოროსია“ ეწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის ვერსიის მიხედვით, დღევანდელი უკრაინა მთლიანად იმყოფება „უცხოეთის მმართველობის ქვეშ“, რის გამო იგი გადაიქცა „ევროპის უღარიბეს ქვეყნად“, რომელშიც რუსულენოვან მოსახლოება „იძულებით ასიმილაციას“ და „იდენტურობის ძალადობრივ შეცვლას“ განიცდის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, სტატია პუტინთან პირადი შეხვედრის დროს.


