Accentnews.ge
„რუსული გაზი არ უნდა გახდეს იარაღი“ – მერკელმა და ბაიდენმა უკრაინასა და კრემლის პროექტზე ისაუბრეს

„რუსული გაზი არ უნდა გახდეს იარაღი“ – მერკელმა და ბაიდენმა უკრაინასა და კრემლის პროექტზე ისაუბრეს

16/07/2021 06:55:25 მსოფლიო

რუსული გაზი არ უნდა გახდეს იარაღი,– ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიისა და აშშ–ის ლიდერების შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა სწორედ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იყო.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად პროექტთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, გერმანელ კოლეგასთან თანხმდება, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ენერგო რესურსი მეზობელი ქვეყნების შანტაჟისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ ერთად ვდგავართ და მომავალშიც ერთად ვიდგებით რუსეთის აგრესიისგან ჩვენი მოკავშირეების დასაცავად ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ განაცხადე ჩემი შეშფოთების შესახებ „ჩრდილოეთის ნაკად 2“–თან დაკავშირებით, მე და კანცლერი მერკელი ვთანხმდებით, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, გამოიყენოს ენერგორესურსები იარაღად მეზობელი ქვეყნების იძულებისთვის ან მუქარისთვის“

თავის მხრივ მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დამატებით პროექტია და არა უკრაინის გავლით აირის ტრანზიტის ჩანაცვლება.

"ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთსა და უკრაინაზე. ამ კონტექსტში საუბარი "ჩრდილოეთის ნაკად 2"–საც შეეხო. ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიცავს ეს პროექტი. გასაგებად მინდა აღვნიშნო, უკრაინა რჩება ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყნად, რომ უკრაინას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას, აქვს ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლება, სწორედ ამიტომ ჩვენ ჩართულები ვართ მინსკის პროცესში. ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ, თუ რუსეთი არ სცემს პატივს უკრაინის ტრანზიტის უფლებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ჩრდილოეთის ნაკადი 2 დამატებითი პროექტია და არა უკრაინის გავლით აირის ტრანზიტის ჩანაცვლება“,– განაცხადა მერკელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S