Accentnews.ge
ევროპაში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მაშველები ასობით დაკარგულს ეძებენ

ევროპაში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მაშველები ასობით დაკარგულს ეძებენ

16/07/2021 05:46:11 მსოფლიო

60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას გერმანიასა და ბელგიაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა ქალაქები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

წყალდიდობამ დააზარალა ლუქსემბურგში და ნიდერლანდებში მცხოვრები მოსახლეობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ასობით დაკარგულს.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე დროშებს დაუშვებენ.

ევროპაში წყალდიდობისას დამდგარი ტრაგიკული შედეგის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანი განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველო ამ რთულ დროს თქვენ გვერდითაა," - წერს ზალკალიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S