"მაესტროს" დირექტორი: "ვტოვებ "მაესტროს"...არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე"
15/07/2021 19:45:23 საზოგადოება
ვაკო ავალიანი ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორის თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ ტელეარხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე იგივე "უცნობი", არხის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.
"ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს", – წერს ვაკო ავალიანი სოციალურ ქსელში.


