ევროკავშირმა უკრაინა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
15/07/2021 18:52:37 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინა უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
სია დღეს განახლდა.
ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ, 2-კვირაში ერთხელ ახლდება.
30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს 11 ქვეყანა, მათ შორის, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა დაემატა. ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
30 ივნისამდე ამ სიაში იყვნენ: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები.
2020 წლის ივნისიდან ამ სიაში საქართველოც იყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემდეგ, 22 ოქტომბერს საქართველო სიიდან ამოიღეს.


