Accentnews.ge
"სადღეისოდ ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე კოვიდ–ინფიცირებული ბავშვი"

"სადღეისოდ ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე კოვიდ–ინფიცირებული ბავშვი"

15/07/2021 15:01:08 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სადღეისოდ ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე კოვიდ–ინფიცირებული ბავშვი.

"დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე ბავშვი. ჩვენ განვაგრობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება, რა თქმა უნდა, ჰოპიტალური საწოლის გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისგან, რომლებზეც შეიძლება მოხდეს ბავშვის ინფიცირება და დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვანი სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება, რათა ბავშვები კოვიდისგან დავიცვათ", – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S