Accentnews.ge
"კოვიდ–ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ"

"კოვიდ–ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ"

15/07/2021 13:41:42 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ "არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ". ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეზღუდვების დაწესება იქნება მოსალოდნელი სამომავლოდ.

„დღეისთვის ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრული დაწესების მიმართებით, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S