გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა
15/07/2021 13:28:10 მსოფლიო
გერმანიაში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწები დააზარალა.
რაინ-ვესტფალიის მიწის ხელმძღვანელმა, მალუ დრაიერმა სტიქიას "კატასტროფული" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ მომხდარით შოკირებულია.
ზოგიერთ რაიონში ხალხის დასახმარებლად ვერტმფრენები და ასეულობით სამხედრო მუშაობს. პოლიციის ინფორმაციით, დახმარების მოლოდინში სახლების სახურავებზე ათეულობით ადამიანი ელოდებოდათ. ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო დასავლეთ გერმანიაში დაიკეტა სკოლები, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობა მთლიანად დარღვეულია.
ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან ბელგიაშიც, სადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქ შოფონტენიდან 2 ათასი ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო. ამინდის გამო კი სამხრეთ ბელგიაში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეჩერდა.
უხვი ნალექის გამო დაზარალდა ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინცია.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმა დასავლეთ ევროპაში მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.


