ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლობისთვის ტრენინგი გაიმართა
15/07/2021 13:19:27 საზოგადოება
15-16 ივლისს, ქორთიარდ მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ ფარგლებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობისთვის „დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც სააგენტოს თბილისის ოფისის, ასევე რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანია დამსაქმებლებთან ურთიერთობის პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათი გადაჭრის გზების ძიება, ახალი დამსაქმებლების მოზიდვის და არსებულთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების გაცნობა და სწავლება. ტრენინგის მონაწილეები იღებენ რჩევებს თუ როგორ მართონ დამსაქმებლებთან ურთიერთობები, ასევე, თუ როგორია მათთან ურთიერთობისას ეფექტური სტრატეგიები.
ტრენინგს უძღვება მოწვეული ექსპერტი, ბრიტანეთის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, პიტერ ვუდსი.


