Accentnews.ge
"ზედიზედ მე–4 კვირაა, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები მატულობს"

"ზედიზედ მე–4 კვირაა, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები მატულობს"

15/07/2021 12:22:34 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, ზედიზედ მეოთხე კვირაა, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები მატულობს.

მისივე თქმით, 10-კვირიანი შემცირების შემდეგ კვლავ გაიზარდა "კოვიდ 19"-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.

"დელტა" ვარიანტი ახლა 111-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ველით, რომ ის მალე "კოვიდ 19"-ის დომინანტური შტამი გახდება მსოფლიოში. მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინების გლობალურ განაწილებაში "შოკისმომგვრელ უთანასწორობაზე" და აღნიშნა, რომ ამ უთანასწორობის გამო არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინებზე ყველაზე მეტი წვდომა აქვთ და ხსნიან შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანას ვაქცინები ჯერ კიდევ არ მიუღია, ან არასაკმარისი რაოდენობა აქვს მიღებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S