Accentnews.ge
World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების კონსულტანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების კონსულტანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15/07/2021 11:47:56 საზოგადოება

14 ივლისს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტებთან World Vision საქართველოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დასაქმების სააგენტოს ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ისაუბრეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებთან სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარდგა.

შეხვედრაზე სამიზნე ჯგუფების შრომის უფლებების საკითხები, მათი სპეციფიკური საჭიროებები და ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად განხორციელებული ინტერვენციები განიხილეს. World Vision საქართველოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს პროექტის „თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა“ ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განსაზღვრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S