Accentnews.ge
ჟურნალისტები დღეს შსს-სთან აქციას გამართავენ

ჟურნალისტები დღეს შსს-სთან აქციას გამართავენ

15/07/2021 09:30:55 საზოგადოება

​პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება. დღეს 15:00 საათზე ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან მივლენ.

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მოთხოვნები უცვლელია, მედიის წარმომადგენლები 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებების აქციის ორგანიზატორების დასჯასა და პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.

მედიის წარმომადგენლები 17 ივლისსისთვის აქციას პარლამენტთან აანონსებენ. მათი მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S