“ოცნება” 4 ოპოზიციურ ტელეარხს ინტერვიუს აღარ მისცემს
15/07/2021 09:24:30 საზოგადოება
“ქართული ოცნების” წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
"ბოიკოტზე არ მოვდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ეს ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათ შორის სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენტების დაწერით და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდის დაწერით, მანამდე კომენტარს არ გაძლევთ", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად “ტვ პირველმა“; „ფორმულამ“; „მთავარმ არხმა“ და „კავკასიმ“ გუშინ ერთი დღით მაუწყებლობას შეწყვიტეს.


