
ბუში: "მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოების საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო"
15/07/2021 08:25:52 პოლიტიკა
აშშ–ის ექს–პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოების საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტრევიუში ისაუბრა.
"ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან ალბათ, იყო, უნდა დაწყებულიყო, თუ არა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი. მას ძალიან მტკიცე პოზიცია ჰქონდა და არ ფიქრობდა, რომ ეს სწორი იქნებოდა, მე კი ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება სწორი იქნებოდა. ჩვენ ეს ისე მოვაგვარეთ, რომ პირად ურთიერთობას არ შეხებია, რადგან ყველა პოლიტიკაზე მაღლა უბრალოდ მეგობრობა დგას", – განაცხადა ბუშმა.