Accentnews.ge
მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდ–ინფიცირებული ჩვილიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდ–ინფიცირებული ჩვილიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

15/07/2021 08:10:34 საზოგადოება

ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

„სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქედან ორი მათგანის მდგომარეობაში უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, მართვითი სუნთქვის პარამეტრების კლება მიდის, ინფექციის კონტროლი მიდის, ანუ მათი მდგომარეობა სტაბილური და უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, თუმცა მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ერთი პაციენტის, რომლის ფილტვიც შემოსვლისას მაღალი ქულით იყო დაზიანებული ორივე მხარეს, მდგომარეობა კვლავ უმძიმესი რჩება. მაღალი სიხშირის მართვით სუნთქვაზე და ხისტ პარამეტრებზეა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა ოდნავ გაუარესდა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 19 არასრულწლოვანი მკურნალობს, მათგან 16 პაცინეტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S