Accentnews.ge
ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

15/07/2021 07:42:11 საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო.

ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა.

მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატების წინ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარვას ფოტოები გამოიტანეს.

“გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S