თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
15/07/2021 06:57:42 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 398 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 164 პირი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 30 867 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 167, „პისიარ“ ტესტით – 14 700.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,21 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,65 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა,
- აჭარა - 93,
- იმერეთი - 115,
- ქვემო ქართლი - 94,
- შიდა ქართლი - 49,
- გურია - 9,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59,
- კახეთი - 84,
- მცხეთა-მთიანეთი - 27,
- სამცხე-ჯავახეთი - 36,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 1 086.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 382 734 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 491 პირი გამოჯანმრთელდა, 5 503 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 324 802 ადამიანი, დღიურად აცრილია 7 228.


