ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული "ლოქდაუნი" არაკონსტიტუციურად სცნო
15/07/2021 06:35:13 მსოფლიო
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული "ლოქდაუნი" არაკონსტიტუციურად სცნო. სასამართლოს განჩინების შემდეგ შემზღუდველი ზომების დარღვევის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეებს, ჯარიმის სახით გადახდილი თანხის უკან დაიბრუნების უფლება ექნებათ.
ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 14 მარტს პირველი ტალღის დასაძლევად გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები ძალაში 2020 წლის ივნისამდე იყო. მოგვიანებით კი, მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რეგულაციები კვლავ ძალაში შევიდა.


