Accentnews.ge
საფრანგეთში კოვიდ–საწინააღმდეგო რეგულაციები გააპროტესტეს

საფრანგეთში კოვიდ–საწინააღმდეგო რეგულაციები გააპროტესტეს

15/07/2021 06:24:10 მსოფლიო

საფრანგეთში კოვიდ–საწინააღმდეგო რეგულაციები გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციები ქვეყნის მასშტაბით 53 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა და მას საერთო ჯამში 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. 2 250-მდე ადამიანი გამოვიდა პარიზში.

მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ყველა მედიკოსი ვალდებული იქნება, ვაქცინაცია ჩაიტაროს. ისეთ საჯარო სივრცეებში კი, როგორიც მაგალითისთვის რესტორანია, მომხმარებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ვაქცინაციის პასპორტი ან ნეგატიური ტესტი, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S