Accentnews.ge
შაბათს პარლამენტთან აქცია განახლდება

შაბათს პარლამენტთან აქცია განახლდება

15/07/2021 06:05:24 საზოგადოება

24–საათიანი გაჩერებული მაუწყებლობის შემდეგ მედიის პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით – "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე" გრძელდება. ოთხმა ტელეკომპანიამ "მთავარმა", "ფორმულამ", "ტვ-პირველმა" და "კავკასიამ" მაუწყებლობა დღეიდან განაახლეს, თუმცა ჟურნალისტები ამჯერად თავის სათქმელს ისევ ქუჩიდან იტყვიან.

5 ივლისს ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან სასტიკად ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს მედიის წარმომადგენლები შაბათს 18:00 საათზე მორიგი აქციით გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებს 17 ივლისს გააჟღერებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S