Accentnews.ge
ტიკარაძე – ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემაში შეფერხებაზე: "დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით"

ტიკარაძე – ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემაში შეფერხებაზე: "დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით"

14/07/2021 12:57:42 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის სისტემაში შეფერხება გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ ხარვეზი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება.

„უნდა დავადასტუროთ, რომ შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში. პირველ რიგში, კვლავ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებისთვის. როგორც ჩვენთვის სხვადახვა სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო, შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით და ვაქცინაციის პროცესზე ჩვენი მოქალაქის დიდი ინტერესებით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი დროულად აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის ყველა შესაძლო აიტის სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე. დიდი იმედი გვაქვს, უმოკლეს ვადაში ხარვეზი აღმოიფხვრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S