Accentnews.ge
"იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, დიდ თავყრილობებზე, მათ შორის, ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე"

"იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, დიდ თავყრილობებზე, მათ შორის, ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე"

14/07/2021 08:47:36 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, დიდ თავყრილობებზე, მათ შორის, ქორწილებსა და ჭირის სუფრებზე.

„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა, კონგრესები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ კონფერენციებსა და კონგრესებზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერ აცრილი ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები", –განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S