საქართველოში 40 წუთის შუალედით მეორე მიწისძვრა მოხდა
14/07/2021 08:04:44 საზოგადოება
საქართველოში დღეს რიგით მეორე მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ისევ დმანისში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
დმანისში პირველი მიწისძვრა (3.9 (ML) მაგნიტუდის) 11:04-ზე მოხდა, მეორე 40 წუთის ინტერვალით – 11:41 საათზე.
მეორე მიწისძვრა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.


