Accentnews.ge
როდიდან შეძლებენ 16 წელს გადაცილებული პირები "ფაიზერის" ვაქცინით აცრას საქართველოში

როდიდან შეძლებენ 16 წელს გადაცილებული პირები "ფაიზერის" ვაქცინით აცრას საქართველოში

14/07/2021 08:27:22 საზოგადოება

საქართველოში "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.

მისი თქმით, ქვეყანამ „ფაიზერი“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და ეს პირველი პარტიაა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S