Accentnews.ge
"საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზაა შემოსული"

"საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზაა შემოსული"

14/07/2021 08:19:40 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.

მისი თქმით, ქვეყანამ „ფაიზერი“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და ეს პირველი პარტიაა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S