Accentnews.ge
"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება

"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება

14/07/2021 07:35:37 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება. კონკრეტულად რა რაოდენობის ვაქცინა ჩამოვიდა ქვეყანაში, უცნობია.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S