Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო: "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია"

ჯანდაცვის სამინისტრო: "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია"

14/07/2021 06:58:41 საზოგადოება

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუცა უწყება არ აკონკრეტებს, რამდენი დოზაა ამ დროისთვის შემოსული.

„საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

pfizer-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.xn--ge–2wnj/

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

pfizer-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S