თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
14/07/2021 06:43:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 663 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 769 პირი გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 35 559 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 254, „პისიარ“ ტესტით – 17 305.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა,
- აჭარა - 107,
- იმერეთი - 121,
- ქვემო ქართლი - 95,
- შიდა ქართლი - 55,
- გურია - 15,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71,
- კახეთი - 122,
- მცხეთა-მთიანეთი - 35,
- სამცხე-ჯავახეთი - 25,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491 საიდანაც: 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 297, აჭარაში - 183, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 721 პირი, მათ შორის, თბილისში - 380, აჭარაში - 38, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 242- აჭარაში. 9 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 315, პირი, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 062.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 პირი გამოჯანმრთელდა, 5 492 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 317 537 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 992.


