Accentnews.ge
ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ლიეტუვამ საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟთან ერთად შესაბამისი კანონმდებლობაც გაამკაცრა

ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ლიეტუვამ საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟთან ერთად შესაბამისი კანონმდებლობაც გაამკაცრა

14/07/2021 06:20:35 მსოფლიო

ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ლიეტუვამ საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების მონტაჟთან ერთად შესაბამისი კანონმდებლობაც გაამკაცრა. სამხედროები ბარიერებს 30 კილომეტრის სიგრძეზე ააგებენ.

ამასთან, ლიეტუველმა კანონმდებლებმა ბელარუსიდან მიგრანტების შესვლაზე მკაცრი კანონების შემოღებას მხარი დაუჭირეს. ახალი კანონმდებლობით, შესაძლებელი იქნება მიგრანტების მასობრივი დაკავება, აიკრძალება მათი ექვსი თვის შემდეგ გათავისუფლება, დაჩქარდება დეპორტაციის პროცესი და შეიზღუდება გასაჩივრების უფლება.

ლიეტუვაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის საზღვარი ასობით მიგრანტმა ბელარუსიდან არალეგალურად გადაკვეთა. კერძოდ, ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბელარუსიდან ლიეტუვაში არალეგალურად შეაღწია 1500-ზე მეტმა ადამიანმა, რაც 2020 წლის ნაჩვენებელზე 20-ჯერ მეტია.

ოფიციალური ვილნიუსი მინსკს ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ლიეტუვისკენ უცხოელი მიგრანტებისთვის გზის მიზანმიმართულად გახსნაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S