აშშ–მა ირანის ოთხ მოქალაქეს, რომელთაც ჟურნალისტის გატაცებას ედავება, ბრალი დაუსწრებლად წაუყენა
14/07/2021 06:10:01 მსოფლიო
ნიუ–იორკის ფედერალურმა პროკურატურამ ირანის ოთხ მოქალაქეს, რომელთაც ჟურნალისტის გატაცებას ედავება, ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ბრალის დამტკიცებისა და დაპატიმრების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ცნობით, შეთქმულებას ირანული დაზვერვის თანამშრომელი ალირეზა შავაროგი ფარახანი ხელმძღვანელობდა და გატაცებაში კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი განიხილავდნენ ჟურნალისტის ზღვით გადაყვანის შესაძლებლობას ვენესუელაში, რომლის მთავრობაც მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში დევნილობაში მცხოვრები ჟურნალისტი მათი ინტერესის ობიექტი მედიაში, მათ შორის Washington Post-ში ირანის შესახებ კრიტიკული პუბლიკაციების გამოქვეყნების გამო გახდა. საქმის მასალებში ჟურნალისტის სახელი მითითებული არ არის. თუმცა ტელეკომპანია NBC იუწყება, რომ საქმე ეხება „ამერიკის ხმის“ სპარსული სამსახურის თანამშრომელს მასიჰე ალინეჯადის.
გამოძიების ცნობით, ყველა ბრალდებული ახლა ირანში იმყოფება.


