Accentnews.ge
მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]

25/07/2019 14:43:46 სხვა, სამართალი

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. 

აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-კადრებს Prime Time ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაკავებისას მომღერალი დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. 

თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომღერალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

განახლება

თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S