Accentnews.ge
Reuters– ისრაელში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა საქართველოსა და უკრაინაშიც იგეგმება

Reuters– ისრაელში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა საქართველოსა და უკრაინაშიც იგეგმება

13/07/2021 09:36:03 საზოგადოება

ისრაელში შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა საქართველოსა და უკრაინაშიც იგეგმება, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ისრაელი აშშ-ში ბაზირებულ „ენარიქს ფარმაცევტიკალსთან“ პარტნიორობით აპირებს გამოცადოს ისრაელის მიერ შექმნილი ვაქცინა „ბრლაიფი“.

„ენარიქსის წარმომადგენელთა განცხადებით, უკვე დაგეგმილია, რომ ვაქცინის გამოცდის მეორე და მესამე ფაზები ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ბიოლოგიურ ინსტიტუტს ზედამხედველობს, განაცხადეს, რომ ცდებში ათი ათასობით მოხალისე ჩაერთვება.

როგორც „ენარიქსში“ ამბობენ, მათი ვაქცინა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინისგან განსხვავებული ტექნოლოგიით არის დამზადებული. ის ცოცხლი ვირუსის საფუძველზეა შექმნილი. ამ დროისთვის, მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში ავტორიზებული არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S