Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებული სამი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

კოვიდ–ინფიცირებული სამი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

13/07/2021 08:39:29 საზოგადოება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მყოფი კოვიდ–ინფიცირებული სამი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბავშვთა მდგომარეობის შესახებ კლინიკიდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, როგორც იცით, უტარდებათ ინტენსიური მართვა. ჯერჯერობით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ვაკვირდებით და ციციშვილის კლინიკიდან მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S