Accentnews.ge
გამყრელიძე: "ჩვენი გათვლებით, ოქტომბრის ბოლომდე „ფაიზერის“ მილიონნახევარი დოზა გვექნება"

გამყრელიძე: "ჩვენი გათვლებით, ოქტომბრის ბოლომდე „ფაიზერის“ მილიონნახევარი დოზა გვექნება"

13/07/2021 08:34:18 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში, დაახლოებით, „ფაიზერის“ მილიონნახევარი დოზა იქნება.

„გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერი“, თუმცა, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება, თარიღს ვერ გეტყვით. მალე იქნება „ფაიზერის“ გარკვეული დოზები. რაც მთავარია, ეს იქნება პირველი პარტია, ამას მოყვება მეორე, მესამე პარტია სწრაფად და წელს ჩვენი გათვლებით ოქტომბრის ბოლომდე, დაახლოებით, მილიონნახევარი დოზა „ფაიზერი“ გვექნება. მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური ვიქნებით. სერიოზულად ვემზადებით „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის. მოხდა იმ კლინიკების გადამზადება, სადაც „ფაიზერის“ ადმინისტრირება მიდიოდა, იმას ემატება კიდევ, დაახლოებით, 150-მდე ბრიგადა. 32 ბრიგადა აწარმოებდა „ფაიზერის“ ადმინისტრირებას. ეს ძალიან სწრაფად, ივლისის ბოლოს 150-მდე და აგვისტოში 300 ბრიგადამდე ადის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ „ჩვენ დღეს ვაქცინის ხარჯვის დეფიციტი არ გვაქვს“:

„საკმარისი რაოდენობით ვაქცინებია ქვეყანაში. დევს ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, რამდენიმე დღეში შემოვა კიდევ „სინოვაკის“ დოზები. პარასკევს შემოვიდა 43 ათასი „ასტრაზენეკა“, რომელიც „კოვაქსით“ უნდა შემოსულიყო ივნისში. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ პირველი დოზით ვინც იყო „ასტრაზენეკათი“ აცრილი, ახლა შეუძლიათ აცრა, მე-4 კვირის შემდეგ. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ უკეთესი იმუნიტეტი ყალიბდება 8-12 კვირის პერიოდში ვაქცინაციისას. დღეს ადმინისტრირება ხდება ქვეყანაში 4 ვაქცინის - „ფაიზერი“ (დღევანდელი 6 ათასიდან, 5 ათასი იყო „ფაიზერით“), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“. ძალიან მინიმალური დოზები გვაქვს „ფაიზერის“ დარჩენილი, რითაც იცრებიან ჩვენი სტუდენტები, რომლებიც მიდიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, რადგან ამ უნივერსიტეტების კამპუსებზე ითხოვენ სწორედ „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ აცრას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S