Accentnews.ge
გამყრელიძე - ლაშქარავაზე: "ყველას პასუხისმგებლობაა, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით"

გამყრელიძე - ლაშქარავაზე: "ყველას პასუხისმგებლობაა, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით"

13/07/2021 08:12:56 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება

"იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მეოთხე ტალღაში", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ლექსოს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა:

„პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე, ასევე კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა – ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო პარმენ კახიძე ჩვენი თაობის დროს, როცა ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S