"სრულად აცრილ პირებში ინფექცია 0.3%-ს განუვითარდა, არც ერთი დაღუპულა"
13/07/2021 07:50:13 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სრულად აიცრნენ და ამის შემდეგ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, ხოლო მათ შორის გარდაცვალების მაჩვენებელი 0-ია.
„ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ინფექცია 0.3%-ში განვითარდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 13 ივლისს ბრიფინგზე.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ იცავს და შეიძლება, ადამიანი მაინც დაინფიცირდეს, მაგრამ „იშვიათ შემთხვევაში და შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა“.


