"ლექსო ლაშქარავას საქმეზე რეგულირების სააგენტომ მოკლევა ჩაატარა და ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა"
13/07/2021 07:44:43 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეზე რეგულირების სააგენტომ მოკლევა ჩაატარა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა.
„მოკვლევა სრულად ჩატარდა იმ სამედიცინო დახმარების და ეტაპების, რაც გაკეთდა ჰოსპიტალურ დონეზე. ამ დრომდე, რაიმე სახის გადაცდომა ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, საბოლოო დასკვნა იქნება და გავეცნობით. ვფიქრობ, 2-3 დღე დასჭირდება, რომ სრული სახით წარმოადგინონ დასკვნა“, - განაცხადა გაბუნიამ.


