მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში: "გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯონ დამნაშავეები"
13/07/2021 07:30:33 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვით გამოსვლამდე პროტესტი გამოხატეს.
მათ თან ჰქონდათ ფურცლები წარწერებით - "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი", "დაისაჯონ დამნაშავეები", ასევე, ლაშქარავას ფოტოები.
"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად სცემეს, 11 ივლისს გარდაიცვალა.


