Accentnews.ge
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”: "აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა"

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”: "აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა"

13/07/2021 06:59:39 საზოგადოება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.

“მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან”, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • მედიაკლუბი
  • Alliance of Broadcasters – Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიის განვითარების ფონდი MDF
  • Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
  • ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
  • სატელევიზიო ქსელი

12 ივლისს ირაკლი აბსანძე „ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ჟურნლისტი ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ პოლიციამ დაკავებისას მას ხელი მოსტეხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S